დიდ დიღომში აფეთქებების ადგილზე მამუკა ბახტაძე და კახა კალაძე მივიდნენ

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, პრემიერ-მინისტი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე მივიდნენ. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობიან, ისინი მედიას დამატებით დეტალებზე ინფორმაციას მიაწვდიან.

ამ ეტაპზე დადასტურებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილია სამი ადამიანი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არ არიან არასრულწლოვნები.

„ჩვენთვის როგორც ცნობილია, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. პირველადი ინფორმაციის მიხედვით, მეოთხე სართულზე მოხდა აფეთქება”, – განაცხადა კუპატაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად არასრულწლოვნის გარდაცვალებას ამ ეტაპზე არ ადასტურებს
შემდეგი სტატიადიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებულს თბილისის მერია დახმარებას აღმოუჩენს