დიდ დიღომში 28 ავტომანქანას საბურავი დაუჭრეს

“რუსთავი 2” – ის ინფორმაციით, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში 28 ავტომანქანის მფლობელს დილით საბურავები დაჭრილი დახვდა. დაზიანებულია მე-14-ე, მე-15-ე და მე-16-ე კორპუსებში მცხოვრებთა ავტომანქანები.
შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა: მომდევნო რამდენიმე დღე სირიისთვის კრიტიკული იქნება