BBC News-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში თავშესაფრის მინიჭების შემთხვევაში, პირს დასაქმების შემდეგ საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად, დაახლოებით, 10 000 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ზრდასრულმა მიგრანტებმა, რომლებმაც ლტოლვილის სტატუსი ან ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის ნებართვა მიიღეს, აღნიშნული თანხა ეტაპობრივად უნდა დაფარონ, სანამ მუდმივ ბინადრობაზე განაცხადს წარადგენენ. ყოველთვიური გადახდების დასაწყებად საჭირო საშემოსავლო ზღვარი უწყებას ჯერ არ დაუდგენია, თუმცა სამომავლოდ გადასახადის ოდენობის დაკორექტირების უფლებას იტოვებს.
„თავშესაფრის მიღება არამხოლოდ უფლება, არამედ პასუხისმგებლობაცაა. ადამიანებმა ამაში წვლილი უნდა შეიტანონ და ბრიტანელ ხალხს კეთილშობილებისთვის ვალი დაუბრუნონ. ჩვენ მოველით, რომ ისინი ამას გააკეთებენ“, — აცხადებენ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

















