15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

დიდ ბრიტანეთში ტექნიკური შეფერხების გამო 2 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა

დიდ ბრიტანეთში, საჰაერო მიმოსვლის მართვის სისტემა NATS-ში წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობის გამო, ორ დღეში 2 000-ზე მეტი რეისი გაუქმდა. ინფორმაციას ბრიტანული მაუწყებელი BBC ავრცელებს.

შეფერხებამ ათასობით მგზავრის გადაადგილების გეგმები შეცვალა და ქვეყნის მასშტაბით აეროპორტებში კოლაფსი გამოიწვია.

ბრიტანეთში გაუქმებული რეისების ჩვეულებრივი სადღეღამისო მაჩვენებელი 1-2%-ს არ აღემატება.

საჰაერო მიმოსვლის მართვის სისტემის (NATS) ხელმძღვანელმა, მარტინ როლფმა შექმნილი ვითარების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

მისი განცხადებით, ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას „იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე იმედოვნებდა“. როლფმა პირობა დადო, რომ შეფერხების გამომწვევი კონკრეტული მიზეზების დასადგენად დეტალური გამოძიება დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიპესკოვი: ვიმედოვნებთ, რომ რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები განახლდება
შემდეგი სტატია“ბრალი აღიარა, ითანამშრომლა და ახლა ამბობს, უდანაშაულო ვარო”- მაჭავარიანი ღარიბაშვილის წერილზე