დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს. საელჩოში მომხდარი ინციდენტისას დააკავეს ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც ​პრო-რუსული პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმიანობით გამოირჩევა.

„2018 წლის 7 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის – Victima-ს მიმდინარეობისას საელჩოს შენობაში ვიდეოკამერით შეიჭრა უცხო პირი, რომელიც იქცეოდა აგრესიულად, უნებართვოდ იღებდა გამოფენას და ხმამაღლა სკანდირებდა ნატო-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს და ქართულ მხარეს ბრალს სდებდა ბრიტანელი აუდიტორიისათვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებაში.

საელჩოს მიერ გამოძახებული იქნა დიპლომატიური პოლიცია, რომელიც მყისიერად გამოცხადდაა შემთხვევის ადგილას და დააკავა შენობაში შემოჭრილი პირი.

​ამჟამად მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

​პირველადი ინფორმაციით, ეს პიროვნება გახლავთ ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც გამოირჩევა პრო-რუსული პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმიანობით და აქვეყნებს მასალებს სხვადასხვა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებში. სავარაუდოდ, მისი ეს ქმედებაც ატარებდა პროვოკაციულ მიზნებს. მომხდარის სრულყოფილი შეფასებისთვის ველოდებით გამოძიების დასრულებას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა მედიას განუცხადა, რომ დაკავებული რუსული მედიის ჟურნალისტი გრემ ფილიპსია.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/RadioTbilisiFm93.5/videos/1824313020937529/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაშვებულია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის “ალტერ ეგოა”