BBC სამეფო ფლოტის განცხადებაზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ დიდ ბრიტანეთში სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაიღუპა 3 სამხედრო.
გამოცემა წერს, რომ შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათისთვის მოხდა. მათივე ცნობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
„დაღუპულთა ოჯახებს ტრაგედიის შესახებ უკვე აცნობეს. მათ დრო და პირადი სივრცე ითხოვეს, ვიდრე დამატებითი დეტალები გასაჯაროვდება“,-ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა მომხდარს „უკიდურესად ტრაგიკული“ უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
















