დიდ ბრიტანეთში 2 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ემზადება, რათა რუსეთისგან ანექსირებული ყირიმის დაბრუნების ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა

დიდ ბრიტანეთში 2 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ემზადება, რათა რუსეთისგან ანექსირებული ყირიმის დაბრუნების ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Express-ის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ეს ოფიციალურად არ დაფიქსირებულა, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინელი სამხედროები წვრთნას საზღვარგარეთ, მათ შორის ბრიტანეთში, გადიან.

სამხედრო პოლიგონი განლაგებულია დარტმურში, დევონის საგრაფოში, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით. ის დახურულია საზოგადოებისთვის და პრესისთვის. ბრიტანელი სპეციალისტები ეხმარებიან უკრაინული ძალების “ელიტური სპეცრაზმის” მომზადებას, რომელიც, როგორც ამბობენ, ყირიმში მომავალი ოპერაციის „ავანგარდში“ უნდა იყოს, ხოლო სხვა დანაყოფები მათ წინსვლაში დაეხმარებიან.

Daily Express-ის ინფორმაციით, ოპერაცია ჰაერიდან და ზღვიდან, ასევე ხმელეთზე დარტყმებს მოიცავს. მასში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს შორეული რადიუსის რაკეტებმა, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს მიერ მიწოდებულმა რაკეტებმა. ოპერაცია “შობამდე”, ანუ 2023 წლის ბოლომდე დაიწყება .

ოფიციალურ ლონდონსა და კიევს გამოცემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე პოლიციელებს მიმართავს
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია: აფხაზეთში საერთაშორისო აეროპორტი რუსეთს საქართველოს გარდა დასავლეთთან და ნატოსთან დასაპირისპირებლად სჭირდება