„დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებაზე მსჯელობა არ ყოფილა“

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ვიცე-პრემიერი კახი კალაძი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ვიცე-პრემიერი გავრცელებულ ინფორმაციას მიზანმიმართულად აგორებულ სიცრუეს უწოდებს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად აგორებული სიცრუეა. მთავრობაში ამასთან დაკავშირებით, რომ ეს სამინისტროები უნდა იქნას გაუქმებული, მსჯელობა არ ყოფილა. გელას გადაყენებას რაც შეეხება, პირველად მესმის თქვენგან. არ მგონია, რომ სიმართლე იყოს“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ “გაზპრომის” თემის გარშემო განვითარებული მოვლენები ნეგატიურად შეაფასა.

როგორც ქალაქ კრაკოვში, სტუდენტებთან შეხვედრისას დუმბაძემ აღნიშნა, არასათანადო დონის განმარტებითი ინფორმაცია იყო, რომელსაც მოჰყვა სხვადასხვა ინსინუაციები და საქმის რეალური ვითარება ბოლომდე ვერავინ გაიგო. მისივე განმარტებით, ეს ხელისუფლების მინუსია.

დუმბაძის ამ განცხადებას, ენერგეტიკის მინისტრმა უპასუხა და კოლეგას მისი განცხადებების კარგად წაკითხვა ურჩია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია„აზერბაიჯანთან ჩვენს ურთიერთობებს ვერაფერი შეუშლის ხელს, ვერც „გაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკება“