“დიასპორის აპარატის სამინისტროს სახით გაუქმება შესაძლოა, საზიანო იყოს სახელმწიფო ინტერესისთვის”

დიასპორის აპარატის სამინისტროს სახით გაუქმება, შესაძლოა, საზიანო იყოს სახელმწიფო ინტერესისთვის, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის იურისტმა თეონა მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დიასპორასთან ჩართულობა საქართველოსთვის წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივ ამოცანას.

„ჩვენ ახლა ვართ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში, განიხილება სავიზო რეჟიმის საკითხები, საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები ეკონომიკასთან დაკავშირებით და ყველა ამ მიმართულებით განსაკუთრებით დიდი არის დიასპორასთან ჩართულობის მნიშვნელობა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევებში როდესაც არსებობს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ამოცანა, ამისთვის ცალკე ინიშნება მინისტრი. სწორედ ამიტომ ახლა დიასპორის აპარატის სამინისტროს სახით გაუქმება, შესაძლოა, საზიანო იყოს ამ ყველა სახელმწიფო ინტერესისათვის”, – განაცხადა იურისტმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული დაჩქარებულად და გაიმართოს კონსულტაციები.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია დააფუნძა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს
შემდეგი სტატია“საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, სავარაუდოდ, თებერვალ-მარტამდე ვერ ამოქმედდება”