დიარბაქირში თურქული F-16 ჩამოვარდა

 12 დეკემბერს საღამოს, თურქეთის ქურთისტანის პროვინციის დედაქალაქ დიარბაქირთან ახლოს თურქეთის შეიარაღებული ძალების F-16-ს ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა… თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და თურქი სამართალდამცავები. თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო საწვრთნელი თვითმფრინავის, რომელიც ცოტა ხნით ადრე ჩამოვარდა, ჩამოგდების მიზეზი ამ დრომდე უცნობია… პილოტი კი, რომელიც ქალბატონი შეფიკა ბურჯუ აღმოჩნდა, უვნებელი გადარჩა. აღსნიშნავია, რომ ამ რეგიონში ბოლო ერთი წელია მუდმივ სამხედრო გაფრენებს აწარმოებენ თურქეთის სამხედრო ძალები, რომლებიც ქურთი სეპარატისტების პოზიციებს ბომბავენ.
banner
წინა სტატიაში,,ისლამურმა სახელმწიფომ,, პალმირა აიღო და რუსული ავიაბაზის შტურმი დაიწყო
შემდეგი სტატიასერბეთი NATO-ზე უარს აცხადებს და რუსეთს მეგობრობას ეფიცება