,,დიანა ღურწკაია – პუტინელი აფერისტი,,

ოპოზიციური რუსული პრესა და ბლოგერები ძალიან გააღეზიანა ქართული წარმოშობის ესტრადის ვარსკვლავის დიანა ღურწკაიას მიერ ბოლო დროს პრეზიდენტ პუტინისა და მისი ხელისუფლების სასარგებლოდ გაკეთებულმა განცხადებებმა. განსაკუთრებით კი – ბოლო განცხადებამ.
ორიოდე დღის წინ მოსკოვში, არბატზე, რუსულმა პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა 10 წლის მოზარდი, რომელიც შექსპირის ,,ჰამლეტს,, ხმამაღლა კითხულობდა. აღნიშნული დაკავების შესახებ ვიდეო მასალა რუსულ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა, რამაც რუსული საზოგადოების დემოკრატიულად განწყობილი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. რაც შეეხება ქართველ მომღერალს, რუსული მედიის განცხადებით მან სამართალდამცავების მოქმედება გაამართლა, რის გამოც დამოუკიდებელ რუსულ მედიასა და სოც-ქსელებში ღურწკაიას მაკომპრემენტირებელი ტალღა წამოვიდა.
რუსმა ბლოგერებმა ფარულად გადაღებული დიანა ღურწკაიას ფოტო გაავრცელეს, სადაც ის, შავ სათვალეში, ქაღალდზე დაწერილ ტექსტს უყურებს. და როგორც ბლოგერები ამტკიცებენ – რუსი ხელოვანებისათვის გაგზავნილ პუტინის მიმართვას კითხულობს…
,,პუტინელი აფერისტი,, ,,ყველას გვაცურებდა,, ,,ეს კარგა ხანია ხედავს და ჩვენ გვატყუებდა,, ,,პუტინის მერე ეამბორა წმინდანის ნაწილებს და თვალი აეხილა,, მსგავსი შინაარსის კომენტარებით ვრცელდება აღნიშნული ფოტო რუსულ სოციალურ ქსელებში.

banner
წინა სტატიაშიიაპონია შიშმა მოიცვა-ჩრდილოეთ კორეის რაკეტა იაპონიის ტერიტორიაზე დაეცა
შემდეგი სტატიასასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი გარდაცვლილი იპოვეს