დიახ ჩვენ ფეხი დაგვიცდა – ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტების შეკითხვებას პასუხობს.

“მსჯავდებული მიხეილ სააკაშვილი და მისი აგრესიული ჯგუფის რიტორიკა არის ერთი და იგივე. ეს არის აგრესია ძალადობა და ეს არის ყველაფერი, რაც უკავშირდება მთავარ მიზანს, რომ როგორმე შემოიტანონ განწყობა, რომ იქნება არეულობა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ვიხილეთ კიდევ უფრო გააქტიურებული აგრესიული რიტორიკა. ნებისმერი არჩევების წინა პერიოდში თუ შემდეგ ვისმენთ ერთი და იგივეს, ესაა აგრესია თუ შეტევა კონსტიტუციაზე. 7 წელია ისინი ამზადებდნენ და ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას, სამშობლოს და საკუთარ ხალხს. ისინი ელოდნენ რომ ვირაცას ფეხი დაუცდებოდა. დიახ ჩვენ ფეხი დაგვიცდა”, – განაცხადა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმზად ვარ, მივიდე ნებისმიერ დროს პარლამენტში და წარვადგინო ჩვენი ანგარიში – პრემიერი
შემდეგი სტატია“პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს” – პრემიერი 20 ივნისის დარბევაზე საუბრობს