„დიახ, ჩვენ გვინდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჩამოშორდეს მიხეილ სააკაშვილი”

“დიახ ჩვენ გვინდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჩამოშორდეს მიხეილ სააკაშვილი. რა არის აქ გაუგებარი”, – ამ ფორმით მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს ეხმაურება.

რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან ჩამოშორების მიზნებსაც განმარტავს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა უნდა დაემსგავსოს ევროპულ პარტიას, სადაც იცვლებიან ხელმძღვანელები. დეპუტატს ამის მაგალითად საკუთარი პარტია მოყავს, სადაც მისი თქმით, ყველა ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ, ბერძენიშვილი ნაციონალურ მოძრაობას პარტიაში შიდა დემოკრატიის გატარების რჩევას აძლევს.

მეორე მიზეზად კი ლევან ბერძენიშვილი განმარტავს, რომ უცხოელს ქართული კანონმდებლობის მიხედვით, არ აქვს უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება.

უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მიხელ სააკაშვილმა თავად გააკეთა არჩევანი, როდესაც მან არჩია დაეთმო მოქალაქეობა პირადი კომფორტის სანაცვლოდ.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს აფასებს
შემდეგი სტატიაადვოკატ გიორგი მდინარაძის თქმით, პოლიციის უფროსის დაკავება დაგვიანებულია