დიახ, ბიძინა ივანიშვილი არის ქურდი, ის ძარცვავს ამ ქვეყანას

„ქართული ოცნების გადასახედიდან, მგონი, ივანიშვილი კი არა, მე ვარ ამ ქვეყნის არაფორმალური ლიდერი იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ ყველაფერს მე ვწყვეტ ამ ქვეყანაში. ეს ასე არ არის, თავისთავად ცხადია,“ – ეს განცხადება რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, არჩევანის ეთერში გააკეთა.

გვარამიას შეფასებით, ივანიშვილი სწორედაც არის „ქურდი“ და ის ბიზნესზე რეკეტს უდგას სათავეში.

„დიახ, ბიძინა ივანიშვილი არის ქურდი, ის ძარცვავს ამ ქვეყანას. დიახ, ბიძინა ივანიშვილი არეკეტებს ბიზნესებს. ბატონი ოქუაშვილი არის ამის მაგალითი და ძალიან მალე ბევრი ოქუაშვილი იქნება ამ ქვეყანაში. ეს ცხადია. ლევან ყიფიანი არის ხელისუფლების კრებსითი სახე და მისივე მსხვერპლი, სხვათა შორის და ფარცხალაძე არის 21-ე საუკუნის მხედრიონი, რომელიც აუთოვებს, ლამის, ხომ ადამიანებს,“ – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ხელისუფლების მხრიდან მესამე სექტორის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.

გვარამია პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს ეხმაურება, სადაც კობახიძემ რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში დადებული პოსტი გააკრიტიკა. გვარამიას თქმით, კობახიძის გამოსვლამ აჩვენა „სრული დეგრადაცია სახელმწიფო ინსტიტუციების“.

მმართველი გუნდის წევრების თქმით, ნიკა გვარამიას განცხადებაში სერიოზულ მუქარას ხედავენ.

„ამოცანა, რა თქმა უნდა, არ იყო ნიკა გვარამიას შეფასება, სტატუსის და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს სტატუსი არანაირად ფაშისტური არ არის და მე მიმაჩნია და აბსოლუტურად, ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ქვეყნის მოღალატეა. მისი პრეზიდენტობა და მთავარსარდლობა, უბრალოდ, არ შეიძლება და ის ვერც გახდება მთავარსარდალი და პრეზიდენტი, ამაშია მთელი პრობლემა. განცხადების მიზანი იყო არასამთავრობო სექტორი, თავისთავად ცხადია. მე გამომიყენეს ერთგვარ ხიდად, რომ მისულიყვნენ არასამთავრობო სექტორამდე. მთავარი პრობლემა ახლა ხელისუფლების არის რუსთავი2 იმიტომ, რომ ის ახდენს ინფორმაციის გაშუქებას და მიწოდებას ადამიანებთან და არასამთავრობო სექტორი. მთავარი შიშის ფაქტორი უკავშირდება არასამთავრობო სექტორს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ მესამე სექტორის გავლენები ქვეყანაში შეასუსტოს. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლებას არჩევნების შემდგომი შეფასებების ეშინია, რადგან გაყალბებას გეგმავენ და ამისთვის წინაღობას მესამე სექტორი წარმოადგენს.

https://youtu.be/pSO7bSE8K6Y

 

 

 

banner
წინა სტატიაშიდღის წესრიგს ის ვერ განგვისაზღვრავს ჩვენს ორგანიზაციას
შემდეგი სტატია“ალბათ, კედელთან მიგვაყენებენ და დაგვხვრეტენ“ – სულხან სალაძე