დი კაპრიოს პუტინის როლის შესრულება სურს

dikaprioცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ განაცხადა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმის პუტინის როლის შესრულება სურს.
ინტერვიუში, რომელიც მან გერმანულ “დი ველტს” მისცა, თქვა: “ძალიან, ძალიან, ძალიან საინტერესოა პუტინის თამაში”. მან აღნიშნა, რომ პირადად იცნობს რუსეთის პრეზიდენტს.
მსახიობის თქმით, პუტინი მან ციმბირული ვეფხვებისადმი მიძღვნილ ფორუმზე გაიცნო, რომელიც 2010 წელს სანკტ-პეტერბურგში ჩატარდა. მსახიობი ფორუმში, როგორც საკუთარი ფონდის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელიც გარეულ ცხოველებს იცავს.

დი კაპრიომ დაამატა, რომ ის აღფრთოვანებულია რუსეთის ისტორიით და სიამოვნებით ითამაშებდა სხვა რუს მოღვაწეებს, მაგალითად ვლადიმირ ლენინს და გრიგორი რასპუტინს.
მსახიობის აზრით, თანამედროვე კინემატოგრაფი რუსეთს სათანადო ყურადღებას არ უთმობს, სადაც “პრაქტიკულად შექსპირის დონის ისტორიები” არსებობს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების სხდომაზე თბილისის მერიის წარმომადგენლები არ მივიდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: საგანმანათლებლო სისტემაში სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი