დი კაპრიომ პუტინის როლის შესრულებაზე თანხმობა განაცხადა

დი კაპრიომ პუტინის როლის შესრულებაზე თანხმობა განაცხადა

დი კაპრიომ პუტინის როლის შესრულებაზე თანხმობა განაცხადაამერიკელმა მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ სავარაუდოდ, თანხმობა განაცხადა მონაწილეობა მიიღოს ფილმში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეა – ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

ფილმის მენეჯერის თქმით, ფილმზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და სცენარი თითქმის დასრულებულია. მისი თქმით, ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ჰოლივუდის პირველი დონის ვარსკვლავები. ფილმის გადაღება მიმდინარე წლის შემოდგომით დაიწყება, ერთ წელში კი გაქირავებაში გავა. ფილმს რუსეთი, აშშ და კანადა გადაიღებს.

მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ფილმის შესახებ ინფორმაციას ფლობს.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში მთვრალ მშობლებს ორი ბავშვი ტაქსიში დარჩათ
შემდეგი სტატიაევროკავშირის ელჩმა კადიროვის ოპოზიციის მიმართ მუქარას “ამაზრზენი” უწოდა