დი კაპრიომ ბონოს გიტარა 100 ათას დოლარად იყიდა

დი კაპრიომ ბონოს გიტარა 100 ათას დოლარად იყიდა

დი კაპრიომ ბონოს გიტარა 100 ათას დოლარად იყიდაამერიკელმა მსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა და ჯგუფ U2-ს ფრონტმენის ბონოს გიტარა 100 ათას დოლარად შეიძინა. მსახიობმა საკუთარი ლოტიც გაიტანა: 200 ათას დოლარად ანონიმმა მყიდველმა დი კაპრიოსთან და შონ პენთან სადილი იყიდა, ლოტში ასევე შედის დი კაპრიოს სახლში 5 დღის გატარება.

ყოველწლიური აუქციონით, რომელსაც შონ პენი უწევს ორგანიზებას, ჰაიტს ეხმარებიან.
აუქციონზე ასევე გაიყიდა მადონას გიტარა. მომღერალი მასზე ტური Rebel Heart-ის ფარგლებში უკრავს და მყიდველი, რომელმაც გიტარაში 300 ათასი გადაიხადა, მას ტურის დასრულებამდე ვერ მიიღებს.

აუქციონზე სულ 7 მილიონი დოლარი შეგროვდა და ის 2010 წელს ჰაიტში მიწისძვრის დროს დაზარალებულების დახმარების ფონდში ჩაირიცხება.

banner
წინა სტატიაში“ნათქვამი სიტყვის გამო თავდასხმა დასაგმობია” – უსუფაშვილი “ტაბულას” ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება
შემდეგი სტატიაფრანგულ ალპებში ზვავს ერთი ბავშვი ემსხვერპლა