რუსეთში, ჩელიაბინსკის მხარის გუბერნატორმა ბორის დუბროვსკიმ, ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო მოიწვია და შესთავაზა ჩელიაბინსკის ტურიზმის სახე გახდეს – ამის შესახებ გუბერნატორის პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმაციას – წერს რუსული სააგენტო “ტასი”.
“ჩვენ შეგვიძლია მას ჩვენი ტურისტული შესაძლებლობები ვაჩვენოთ, ტურგოიაკის ტბა, ზიურატკული. ჩვენ გადავწყვიტეთ მსახიობს შევთავაზოთ გახდეს სამხრეთ ურალის ტურისტული სახე” – ნათქვამია განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია რა უპასუხა ჩელიაბინსკის გუბერნატორს 41 წლის მსახიობმა.