დღიური, რომელშიც კენედი ჰიტლერს აქებს, აუქციონზე გაიყიდება

აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის დღიური, რომელსაც ახალგაზრდობისას წერდა და რომელშიც ადოლფ ჰიტლერის მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავს, ბოსტონის აუქციონზე გაიტანეს.
ჩანაწერში, რომელიც 1945 წელსაა გაკეთებული, 28 წლის კენედი ამტკიცებს, რომ „ჰიტლერი მის გარშეო არსებული ზიზღიდან თავს დააღწევს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ისტორიაში“.
„მასში ის მასალაა, რისგანაც ლიდერები იქმნებიან,“ – წერს ჯონ კენედი.
დღიური ბოსტონში 26 აპრილს გაიყიდება. საწყისი ლოტის ფასი 200 ათასი დოლარია.

banner
წინა სტატიაშიევროკომისარი: „28 მარტიდან საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ექნება!“
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: „ივანიშვილთან თანამშრომლობა რომ მდომოდა, ავიღებდი გაზრდილ 10-მილიონიან „სტავკას“ და გავიწეოდი გვერდზე!“