დღითიდღე უფრო ნაკლები ადამიანი იქნება, ვინც ორგანიზატორებს თანაუგრძნობს – სარჯველაძე აქციაზე

“დღითიდღე ნაკლები და ნაკლები ადამიანი იქნება, ვინც თანაუგრძნობს ამ შემთხვევაში, აქციის ორგანიზატორებს. ვინაიდან, აშკარად ჩანს, თავიდან გაცხადებულმა დებულებამ, რომ თითქოსდა ეს იყო სამოქალაქო მოძრაობა, ყოველგვარი რესურსი ამოწურა და შესაბამისად, აშკარად დაინახა საზოგადოებამ, რომ რეალურად ამის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას და ადამიანები, რომლებიც განწყობილები არიან დაუოკებელი წყურვილით, რომ ხელისუფლება მოიპოვონ არა არჩევნების გზით, არამედ გარკვეული დესტრუქციული სქემების გათამაშებით.” – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიდ დიღომში, დავარის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათუ ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობის გარანტირება ნამდვილად მოხდეს უკრაინისთვის ღირსეული პირობებით, ნატო-ს სამშვიდობო მისიის გარეშე ეს შეუძლებელი იქნება – კაჩინსკი