“დღის წესრიგში საქართველო მუდმივად მოიხსენება არის იმის დასტური, რომჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა ჩვენს სტრატეგულ პარტნიორთან“

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო მდივნის მხრიდან იყო გამოხმაურება საქართველოზე და მან ახსენა საქართველო თავის გამოსვლაში, ვფიქრობ რომ საქართველო მომავალშიც მუდმივად იდგება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში და ამისთვის ვიყენებთ ყველა შეხვედრას დაყველა ვიზიტს. თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ს დღის წესრიგში საქართველო მუდმივად მოიხსენება არის იმის დასტური, რომჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა ჩვენს სტრატეგულ პარტნიორთან“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სენატში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოსმენისას, რა დროსაც სახელმწიფო მდივანმა და სენატორმება ბობ კორკერმა და მარკო რუბიომ სხვა საკითხებთან ერთად საქართველოც ახსენეს.

დავით ზალკალიანის თქმით მას ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ჰქონდა სენატორ კორკერთან,რა დროსაც მან აღუთქვა საქართველოს სრული მხარდაჭერა.
„სწორედ ის თავმჯდომარეობდა დღესსაგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას და როგორც გუშინ შეხვედრაზე იყო საუბარი მან დღეს დააყენა საქართველოს ოკუპურებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება სენატის მოსმენის დღის წესრიგში“-განაცხადა ზალკალიანმა.

სენატში აშშ ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოსმენისას, რომელიც ჰელსინკში გამართულ ამერიკისა და რუსეთის პრეზსიდენტების შეხვედრას დაეთმო, სენატორმა ბობ კორკერმა, რომელიც სენატის საგარეოურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრისას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ახსენა, საქართველო მაგალითად მოიყვანა ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც,რომელმაც სხდომის მონაწილეებს იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ მოახსენა, რომელსაც აშშ- ში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისა და მოკავშირეების დასაცავად იყენებს, მათ შორის საქართველოსთვისჯაველინების მიწოდება, ამავე საკითხზე საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამხვილა ასევე სენტორმ მრკო რუბიომ

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმე – საგამოძიებო კომისია 3 არასრულწოვანს გამოკითხავს
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძის და ჩვენი, ადვოკატების ინტერესი არის რომ არ დარჩეს ამ საქმეზე კითხვები- გიორგი ფანცულაია