დღის წესრიგში ახალი პრემიერ-მინისტრის ძებნა არ გვაქვს – ბესელია

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავოს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უარყოფს:

“გიორგი კვირიკაშვილი არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც საუკეთესო სტარტი აიღო და გუნდის გაძღოლა წარმატებით დაიწყო. დღის წესრიგში ახალი პრემიერ-მინისტრის ძებნა არ გვაქვს. ჩვენთვის გიორგი კვირიკაშვილი ის საუკეთესო პრემიერია, რომელსაც შეუძლია გუნდისა და მთავრობის ხელმძღვანელობა დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით იტვირთოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიტრანსგენდერზე თავდასხმა – ბესელია მომხდარს კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრის ინიციატივას არ უკავშირებს
შემდეგი სტატიათამარ კორძაია : მე არ ვფიქრობ, რომ ახლა არის დრო, როდესაც უნდა წახვიდე პოლიტიკიდან