,,დღის მეორე ნახევარში, ტრადიციულად, ქარი ართულებს ვითარებას, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს”

დღის მეორე ნახევარში, ტრადიციულად, ქარი ართულებს ვითარებას, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიურად ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოშ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით ცოცხალი ძალა 200-300 მაშველის სახით ჩაერთო.

“ტრადიციულად, დღის მეორე ნახევარში ქარი ართულებს სამუშაოებს, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიურად ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები. შემატა ცოცხალი ძალა 200-300 მაშველი სახით, ყველაზე პრობლემური უბანი ამჟამად სოფელ დაბასთან არის. მთის ფერდობზე ხანძარი პრაქტიკულად ლოკალიზებული იყო, მაგრამ ქარმა გააღვივა. ახალი კერები ამ წუთას რუკაზე არ გვაქვს მონიშნული, რადგან არის ასეთი ახალი, თუმცა ძველ კერებზე აქტიურად ვმუშაობთ, რადგან ბოლომდე მათი ჩაქრობა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში დღეს პატრიარქი ჩავა და მეხანძრე-მაშველები, პოლიციელებს და ადამიანებს, ვინც ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტრამდეა დამწვარი
შემდეგი სტატიაპატრიარქი სტიქიის ზონაში ჩავიდა