დღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, რომ სახელმწიფოს მართავენ არა ოფიციალური ინსტიტუტები, არამედ ყაჩაღები

„დღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, რომ სახელმწიფოს მართავენ არა ოფიციალური ინსტიტუტები, არამედ ყაჩაღები,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოცირიძის შეფასებით, დღეს გამოჩნდა, რომ არ არსებობს სფერო, რომელიც არ ექვემდებარება ერთი ადამიანის დიქტატს.

„დღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, რომ სახელმწიფოს მართავენ არა ოფიციალური ინსტიტუტები, არამედ ყაჩაღები. სხვანაირად ვერ ვუწოდებთ იმ უპრეცედენტო ზეწოლის ფაქტს, რასაც სჩადის საქართველოს მთავრობა, რაც ჩაიდინა შს მინისტრმა. ამის შესახებ დოკუმენტები არსებობს და ალბათ, სულ მალე ვიხილავთ. ეს განხილვა იყო ძალიან გამჭვირვალე ჩვენება იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სფერო, რომელიც არ არის ერთი ადამიანის დიქტატის ქვეშ. ეს გასცდა „თიბისი ბანკის“ საქმეს და გასცდა თუნდაც ანაკლიის პორტის გიგანტურ პროექტს. დღეს ჩვენ ვხედავთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულების უზურპაციას რაღაც კლანის ხელში, რომელსაც მეთაურობს ბიძინა ივანიშვილი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში,,ბატონო ბიძინა, ასეთი შეცდომების გამოსწორებას არც 7 მილიარდი ყოფნის და არც 707 მილიარდი”
შემდეგი სტატია„თუ ცოტა მკაცრად არ გაიზარდა, არა მგონია, ნორმალური დადგეს“ – კობა დავითაშვილი და ემზარ კვიციანი ბავშვი დასჯის სრულად აკრძალვას არ ემხრობიან