დღევანდელი შოუ ვერ შედგა-ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ გასვლით სხდომაზე

region
: region თებერვალი 11, 2019 17:49

დღევანდელი შოუ ვერ შედგა-ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ გასვლით სხდომაზე

მიმაჩნია, რომ დღევანდელი შოუ ვერ შედგა,- ასე აფასებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ გასვლით სხდომას.

ჯანეზაშვილის განმარტებით, დღეს დაადასატურდა, რომ ე.წ. „კლანი“გავლენებს კარგავს და სამომავლოდ მოსამართლეთა იმ რაოდენობის შეკრება, რომელიც დღეს ესწრებოდა სხდომას, გაუჭირდება.

„ფორმატი, რომელიც დღეს შედგა, ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა. მე მქონდა ერთადერთი ინფორმაცია, რომ იქნებოდა გასვლითი შეხვედრა და ნამდვილად არ მქონდა ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი დაესწრებოდა. არც ის ვიცოდი, რომ კითხვები იქნებოდა ჩემი მისამართით, რადგან მე არ ვარ კანონპროექტის ავტორი და მოსამართლეებს შეუძლიათ, პარლამენტის წევრებს დაუსვან შეკითხვები. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მიმაჩნია რომ შოუ, რაც მათ დაგეგმეს, ვერ შედგა. დღევანდელი სხდომა დასტური იყო იმისა, რომ მოსამართლეთა ე.წ. ერთიანობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კლანის ინტერესებზე დგას, სულს ღაფავს. დღევანდელი სხდომა იყო ერთ-ერთი ბოლო და ვფიქრობ, ნელ-ნელა გაუჭირდებათ ამ რაოდენობის მოსამართლეების შეკრება“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

region
: region თებერვალი 11, 2019 17:49

დღის ფოტო

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,125
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics