დღევანდელი შემაშფოთებელი კადრები ვინიცადან არის იმის დასტური, რომ რუსეთი ბარბაროსობას არ შეაჩერებს – კლიჩკო

დღევანდელი შემაშფოთებელი კადრები ვინიცადან არის იმის დასტური, რომ რუსეთი თავის ბარბაროსობას არ შეაჩერებს, – ასე აფასებს ქალაქ ვინიცაზე მომხდარ თავდასხმას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

კლიჩკოს თქმით, საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, მძლავრი იარაღი და ცივილიზებული სამყაროს ერთიანობა.

„რუსი ტერორისტები მშვიდობიანი უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდს გააფთრებით აგრძელებენ. დღევანდელი შემაშფოთებელი კადრები ვინიცადან არის იმის დასტური, რომ რუსეთი თავის ბარბაროსობას არ შეაჩერებს. მხოლოდ დამანგრეველი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ, არანაირი დაშოშმინება! მხოლოდ თანამედროვე და მძლავრი იარაღი უკრაინისთვის და ცივილიზებული სამყაროს პოზიციის ერთიანობა!” – წერს კლიჩკო.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის გადაწყვეტილება იმ რეალობიდან გამომდინარეობს, რასაც თვალს ვადევნებთ ყოველდღე, ეს იქნება დეპოლარიზაცია თუ სამუშაო ჯგუფებისთვის ბოიკოტის გამოცხადება – ვოლსკი
შემდეგი სტატიაგიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, ძირითადად იწვა, ბევრი არ გვისაუბრია