“დღევანდელი შეხვედრა არის ტექნიკური ხასიათის”- საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას მართავს

ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა, სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ.
მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და დღეს მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე იქნება საუბარი.
“დღევანდელი შეხვედრა არის ტექნიკური ხასიათის, რადგან ამასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. დღეს ჩვენ დავაზუსტებთ დეტალებს. შესაძლოა კითხვები იყოს საზღვრებთან დაკავშირებით. კანონპროექტი მიიღებს ისე სახეს, რომელიც შესაბამისობაში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსთან და პირველ რიგში, ვენეციის კომისიის, ევროსაბჭოს და ეუთოს კომისიის მოთხოვნებთან. ჩვენ გვინდა, რომ 2016 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქებში იყოს იმ ფარგლებში, რომელიც არის სწორად მიჩნეული. სიებსა და კანდიდატებზე დღეს საუბარი არ იქნება, როდესაც დრო მოვა, კოალიცია გააჟღერებს ინფორმაციას, სად რომელი კანდიდატი იქნება”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკულად გაცდა კანონით დადგენილ ფარგლებს
შემდეგი სტატია“მე რომ მაშინ სიმართლე მეთქვა, დღეს მკვდარი ვიქნებოდი”- ოლეგ მელნიკოვის განცხადება გირგვლიანის საქმეზე