დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 80-ზე მეტის მდგომარეობა მძიმე, 16-ის კი კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინი დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში ამ ეტაპზე 2 133 პაციენტი გადის მკურნალობა-მეთვალყურეობას.

მისივე თქმით, კოვიდ-ცენტრებში მყოფი პაციენტებიდან 80-ზე მეტის მდგომარეობა მძიმე, 16-ის კი კრიტიკულია.

„2 133 პაციენტიდან ნახევარზე ოდნავ ნაკლები კოვიდ სტაციონარშია. კოვიდ-ცენტრბში არსებული პაციენტებიდან ამ ეტაპზე 16 გვყავს კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მძიმე პაციენტების რაოდენობა 80-ზე მეტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ინფექციურში ახალი კორონავირუსით 34 პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად, ორის კი მძიმედ ფასდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 92 აჭარას, 53 იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება
შემდეგი სტატიაკორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი 60 წლის ქალია, ის ოკუპირებული აფხაზეთიდანაა და ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა