დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 18-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 18 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ამჟამად, ქვეყანაში არის 18 კრიტიკული პაცინეტი. მათი მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით პროგნოზირებას ვერ ვაკეთებთ. ზოგადად, ყველაზე მეტი კრიტიკული პაციენტი- რვა არის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორი კრიტიკული პაციენტი არის თბილისში, გორშიც ორი, საჩხერეში არის ასევე ორი, ქუთაისში კი სამი კრიტიკული პაციენტია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

„ამჟამად, ჩვენს ცენტრში 32 პაცინტი გვყავს, მათგან სამი მძიმეა, თუმცა, ვფიქრობთ, პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : დისციპლინით და წესების დაცვით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ხელი უნდა შევუშალოთ გავრცელებას და ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება
შემდეგი სტატიაომბუდსმენი : დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების მიზნით