დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა მძიმე, სამის კი კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 381 პაციენტიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია, 17-ის კი მძიმედ ფასდება.

„კოვიდცენრებში 381 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. მათგან 17 მძიმეთა პაციენტების სიაშია, ხოლო სამი კრიტიკულად მძიმეა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი კოვიდინფიცირებულებიდან კლინიკას ერთი პაციენტი დაემატა. ამასთან, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ორი პაციენტი მძიმედ ფასდება, დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ჩვენთან გუშინ იყო 18 დადასტურებული შემთხვევა, არც გაწერილა ვინმე და არც გამოჯანმრთელებულა. ახალი კოვიდინფიცირებულებიდან ჩვენს კლინიკას ერთი დაემატა და ამ ეტაპზე კლინიკაში 19 ინფიცირებული მკურნალობს. ამ 19 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და ორი არის მძიმე. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 21 აჭარაში დაფიქსირდა
შემდეგი სტატიამზიურის პარკში ღონისძიება „აფხაზეთი ფერებში“-გაიმართა