დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 17 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„დღესდღეობით, კორონავირუსის 3 000-მდე აქტიური შემთხვევა გვაქვს, მათგან მხოლოდ 17 პაციენტის არის კრიტიკული, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მძიმე, საშულო და მასზე მსუბუქია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

„აჟამად, ინფექციურ საავადმყოფოში 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. გვყავს ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა პროგნოზულად კეთილსაიმედოა. გუშინ გამოჯანმრთელდა ერთი, ასევე მივიღეთ ერთი პაციენტი. ამ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბიზნესებს 250 000 ლარამდე სესხს სთავაზობს უზრუნველყოფის გარეშე
შემდეგი სტატიადავით ფურცხვანიძე, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დააკავეს