დღევანდელი მასშტაბური პროტესტი კიევში დიდი ცვლილებების ნიშანია

დღევანდელი მასშტაბური პროტესტი კიევში დიდი ცვლილებების ნიშანია. სამთავრობო ტერორის, მეტროს ექვსი სადგურის დახურვის, ცენტრალური ქუჩების ბლოკირების, პოლიციის და სპეცრაზმების არნახული მობილიზაციის მიუხედავად დღეს ათიათასობით ადამიანი გამოვიდა კიევის ცენტრში – გაცილებით მეტი, ვიდრე პოროშენკოს საწინააღმდეგო კამპანიის ნებისმიერ სხვა აქციაზე.

ეს ნიშნავს, რომ მიშას უკრაინიდან გაყვანის სამარცხვინო ოპერაციის მიუხედავად ახალ ძალთა მოძრაობა ვერ შეაჩერეს და უკრაინელი ხალხი კიდევ უფრო აძლიერებს საპროტესტო გამოსვლებს.ეს ნიშნავს დიდი ცვლილებების დასაწყისს უკრაინაში უკვე ამ გაზაფხულზე.

და, ჩვენი მობილიზაციის და წინააღმდეგობის მოძრაობის პირობებში, რა თქმა უნდა, საქართველოშიც-წერს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: სოსო რობაქიძე არც ახსენებს ირაკლი ოქრუაშვილს,იმიტომ რომ 150 000$ აიღო მისგან !
შემდეგი სტატიასააკაშვილმა კიევში მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპიდან პირდაპირი ეთერით მიმართა