,,დღევანდელი დისკუსია დაგვეხმარება საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც ელჩების კონფერენციის მნიშვნელოვანი საკითხია”

დღევანდელი დისკუსია დაგვეხმარება ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც ელჩების კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ელჩების კონფერენციის შეჯამებისას განაცხადა.

“დღევანდელი დღე პარლამენტარებთან შეხვედრით დაიწყო, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია გაზრდილია, დავსახეთ ერთობლივი გეგმები მომავალი წლისთვის. საპარლამენტო საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც გვაქვს. ფიქრობთ, ამ ინსტრუმენტს ეფექტურად გამოვიყენებთ. გარდა ამისა, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო და გვქონდა სიახლე, პირველად ელჩების კონფერენციის მიმდინარეობის დროს, დავიწყეთ შეფასება გლობალური გამოწვევების, რეგიონში მიმდინარე პროცესების, გამოწვევების კუთხით, ნატო-ში მიმდინარე მოვლენების, ევროკავშირში მიმდინარე მოვლენების. ვიმსჯელეთ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე. თავად ელჩები იყვნენ ჩართული ამ დისკუსიაში, რადგან უშუალოდ არიან ადგილზე. დღევანდელი დისკუსია დაგვეხმარება ჩვენი საგარეო პოლოტიკის სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც ელჩების კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია” , – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიველისციხის ინციდენტის დროს დაკავებულების თანასოფლელებმა აქცია გამართეს
შემდეგი სტატიააშშ-მ სირიიდან ჯარის გაყვანა დაიწყო