დღევანდელი დღე ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.

საელჩო ასევე აქვეყნებს ვაშინგტონის მერის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტს.

banner
წინა სტატიაში26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
შემდეგი სტატიარუბიო: ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს. მათი სიყვარული თავისუფლების მიმართ შთამაგონებელია