,,დღევანდელი დღე არის სიმბოლო ქართული ხასიათის, ქართველი ერის და ჩვენი რწმენის სიმტკიცის”

დღევანდელი დღე არის სიმბოლო ქართული ხასიათის, ქართველი ერის და ჩვენი რწმენის სიმტკიცის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მეტეხის ხიდზე 100 ათასი მოიწამის ხსენებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში დღევანდელი დღე გახლავთ უაღრესად ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს არის სიმბოლო ქართველი ერის სულის სიმტკიცის, ჩვენი რწმენის. 100 ათასმა ქართველმა სწორედ აქ თავი გასწირა თავისი სამშობლოსთვის, მიწისთვის. ჩვენი უწმინდესის და ქართული ეკლესიის ძალიან დიდი ღვაწლის შედეგად, მე ძალიან მიხარია, რომ ყველა ქართველი დღეს გრძნობს, თუ როგორი დიდი გმირების შთამომავლები ვართ ჩვენ. დღევანდელი დღე არის სიმბოლო ქართული ხასიათის, ქართველი ერის და ჩვენი რწმენის სიმტკიცის. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს. დიდება ჩვენს თავდადებულ გმირებს და ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი“, – განაცადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიბოლნისში საჭმლის დროულად არ მიტანის გამო ქმარმა ცოლი სცემა და ფეხში დანა ჩაარტყა
შემდეგი სტატიაივანე მაჭავარიანი – მომავალ წელს ხელფასების ზრდა ყველა ძალოვან სტრუქტურაში იგეგმება, სუს-ი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი