მიხეილ სააკაშვილი: დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო

დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო. გამოიყვანეს ქუჩებში იმაზე მეტი პოლიცია, ვიდრე საჭირო იყო, მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ამაზე პასუხი არის მეტი ორგანიზება, მეტი ხალხმრავლობა.

„ევროკავშირმაც მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთავრობისთვის გამოყოფილი ფულის სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადამისამართება გამოაცხადა.

ახლა ქართველი ხალხის ორგანიზებულობასა და სიმტკიცეზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოვა!“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი:ვაჟა სირაძე იმიტომ გამოვიდა ფორმით პირველად, რომ რიგითი პოლიციელების ხალხის მხარეზე გადასვლის ძალიან ეშინიათ
შემდეგი სტატიაბებიაჩემის კაბინეტში დღეს ხარებას შტაბბინაა – მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი