დღევანდელ სასამართლოზე განხილვის საგანი შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების საკითხი – საძაგლიშვილი

„დღევანდელ სასამართლოზე განხილვის საგანი შეიძლება, იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების საკითხი, ვინაიდან გუშინ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა არ ისურვა ამ საკითხის განხილვა და გაიქცა“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მათ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რეალური ნაბიჯები არ უნახავთ.

„მკურნალობასთან დაკავშირებული შუამდგომლობის განხილვა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არა რის, ვიდრე იუსტიციის სამინისტროს მხრიდან არ იქნება რეალური ნაბიჯები გადადგმული. ვნახეთ შეთავაზება, მაგრამ არ გვინახავს რეალური ნაბიჯები. ჩვენ მოვითხოვეთ იმ უფლებების რეალიზება, რაც გააჩნია ნებისმიერ პირს, რომელიც იმყოფება პატიმრობაში ეს ეხება – ადვოკატებთან კომუნიკაციის უფლებას, საკუთარი არჩევანით ექიმებთან კონსულტაციის უფლებას და შესაბამისად, ეს არ უნდა იქნეს ისე გაგებული რომ ჩვენ განსაკუთრებულ პირობებს ვაყენებთ. გვინდა, მიხეილ სააკაშვილის უფლებები არ იყოს დარღვეული.

როგორც ჩანს, სასამართლო ელოდებოდა იმ შეთავაზებას რაც გუშინ გაჟღერდა. დღევანდელ სასამართლოზე განხილვის საგანი შეიძლება, იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების საკითხი, ვინაიდან გუშინ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა არ ისურვა ამ საკითხის განხილვა და გაიქცა. შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით ეს საკითხი დღევანდელ სასამართლოზეც წამოვწიოთ“, – აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში უწამლობას 3000 ადამიანი ემსხვერპლა – ჯანმო
შემდეგი სტატიავინც იძახის, რომ ივანიშვილს შეუძლია, ფულის გამო ქვეყანას საფრთხე შეუქმნას, უნამუსოა – ოდიშარია