დღევანდელ პრემიერს და დეპუტატებს პოლიტიკური წონა არ აქვთ, რადგან “ოცნება” ერთი კაცის ხელისუფლებაა – ძიძიგური

“დღევანდელ პრემიერს, მინისტრებს და დეპუტატებს პოლიტიკური წონა არ აქვთ, რადგან “ოცნება” ერთი კაცის ხელისუფლებაა” – ამის შესახებ ზვიად ძიძიგური “დღის ამბების” ეთერში განაცხადა.

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი აცხადებს, რომ “დღეს ერთი კაცია სასამართლოც, პარლამენტიც და მთავრობაც”.

მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ხელისუფლებას შენარჩუნება უნდა, არა, მთავარი პრობლემაა, რომ დღეს ხელისუფლება არ არის. არც პრემიერი, არც მინისტრები, არც დეპუტატები არაფერს არ წარმოადგენენ, არავითარი პოლიტიკური წონა არ აქვთ. ერთი კაცის ხელისუფლებაა. ერთი კაცია დღეს სასამართლოც, პარლამენტიც, მთავრობაც და ამ ერთ კაცს უნდა, რომ თავის ჭკუაზე დაალაგოს და მოაგვაროს ყველაფერი. ეს არის ძალიან საშიში პროცესი”, – ამბობს ზვიად ძიძიგური.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვს პირს პატიმრობა შეუფარდეს
შემდეგი სტატიაკანდელაკი: კობახიძე აბსოლუტურად მართალია, როცა ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს