“დღესდღეობით ჰოსპიტალში განთავსებული გვყავს 5 705 პაციენტი, საიდანაც 1 044 ინტენსიურ, ხოლო 319 რეანიმაციულ საწოლზეა მოთავსებული”

დღესდღეობით ჩვენ გვყავს 5 705 პაციენტი ჰოსპიტალში განთავსებული, საიდანაც 1 044 არის ინტენსიურ საწოლზე მოთავსებული, ხოლო 319 პაციენტი არის რეანიმაციულ საწოლზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის 331 საწოლი არის თავისუფალი და ბოლო 24 საათში გაეწერა 633 ადამიანი.

„მნიშვნელოვანია, რას ემყარებოდა გადაწყვეტილებები, რაც ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნა შეთავაზებული. ჩვენ გამოვიყენეთ მრავალი ცვლადი, რათა სწორად განგვესაზღვრა, რომელ ქალაქებზე უნდა გავრცელებულიყო შეზღუდვები. აქ მნიშვნლოევანი იყო ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი თითოეული რეგიონისა და ქალაქთან მიმართებაში, ასევე კლინიკების საწოლფონდი და სასტუმროების საწოლფონდი, რომელსაც ჩვენ ასევე პაციენტების მკურნალობისთვის ვიყენებთ, იქ არსებული თავისუფალი საწოლფონდი და რეზერვი დამატებითი, რისი მობილიზაციაც შესაძლებელი იყო. ასევე ოჯახის ექიმების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის სიმჭიდროვე, ოჯახების სულადობა, ბიზნესის გადანაწილება და ასევე აქტივობა თითოეულ რეგიონში და ასაკობრივი ზღვარი. თქვენ იცით, რომ ასაკობრივ ნაწილში ინფექცია ყველაზე მეტად არის სახიფათო და სწორედ ყველა ამ კომპონენტის გათვლით, მივიღეთ კონკრეტული რუკა, რის მიხედვითაც შემდგომში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელი ქალაქები უნდა მომხვდარიყო იმ შეზღუდვებში, რომელიც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და რომელზეც მიიღო გადაწყვეტილება საბჭომ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაში“მერწმუნეთ, შეზღუდვებზე მეტი ეკონომიკური ფასი, ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება”
შემდეგი სტატიატიკარაძე: ნუ არის დოგმა, თითქოს მხოლოდ სასუნთქი აპარატია კოვიდ პაციენტის გადამრჩენელი