დღესასწაულს კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს-ვლოცავ პატიმრობაში მყოფთ, სნეულთ და გაჭირვებულთ

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II საშობაო ეპისტოლეში პატიმრობაში მყოფთ, სნეულთ და გაჭირვებულთ ლოცავს.

პატრიარქი ყველას ულოცავს შობის დღესასწაულს.

„დღესასწაულს კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძენებს, უკრაინელებს, რუსებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომეხებს, უდინებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩენებს და ლეკებს, ყოველ სხვა მკვიდრთ საქართველოისა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ.

მაშ, „განვიშორნეთ უკუე საჭურველნი ბნელისანი, რათა შევიწყნაროთ დღე აღმოდაბადებისა“ (იოანე თესალონიკელი). „ქრისტე იშვების, ადიდებდეთ! ქრისტეს ზეცით მოვალს, მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა არს, ამაღლდით!“ – ვკითხულობთ საშობაო ეპისტოლეში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი შობის სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო
შემდეგი სტატიაყველას ვუსურვებ, რომ ამ რწმენაში გავერთიანებულიყავით ჩვენი ერის საკეთილდღეოდ