“დღესაც ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით ბევრი მორალური პრობლემა არსებობს”

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვენეციის კომისიის განცახდებას ეხმაურება, სადაც კომისია “შეშფოთებას გამოთქვამს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანდატის შეწყვეტის შესახებ საჯარო მოწოდებების გამო”.

წულუკიანის განცხადებით, ძალიან ბევრი მორალური პრობლემა არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, თუმცა სექტემბრის ბოლომდე პაპუაშვილი საქმიანობას აგრძელებს და გადაწყვეტილებებსაც თვითონ იღებს.

„მე დღესაც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მორალური პრობლემები არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, არსებობს კითხვები მის წარსულთან დაკავშირებით, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს, მაგრამ მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ვადა გასდის სექტემბრის ბოლოს და ამ დრომდე ის გააგრძელებს საქმიანობას და მიიღებს გადაწყვეტილებებს, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ.“- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიკულტურის სამინისტრო რობი უილიამსთან და ეროს რამაზოტისთან მოლაპარაკებებს ადასტურებს
შემდეგი სტატიასაქართველო ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის” გადახედვას ეუთოს ასამბლეის ჩატარების გამო არ აპირებს