დღესაც რამდენიმე ახალგაზრდა დაგვიკავშირდა: სახალხო დამცველი

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატს კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა დაუკავშირდა. მისივე ცნობით, ახალგაზრდები მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.

“დღესაც რამდენიმე ახალგაზრდა დაგვიკავშირდა, რომელთა საქმესაც ეხლა ვსწავლობთ და ვარკვევთ ვითარებას. ძალიან აღელვებულები იყვნენ ისინი და აცხადებდნენ, რომ მათზე მიმდინარეობს ზეწოლა და აიძულებენ რომ დაატოვებინონ კონკრეტული სასწავლებელი. ასევე, ვიღებ ინფორმაციას ბენეფიციარებთან გასაუბრების დროს, რომ იქ ყოფნის პერიოდში, პანსიონში და შემდგომაც მიმდინარეობს მათ მიმართ სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

მისივე თქმით, სასულიერო პირების განცხადებები რეალური პრობლემიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. ლომჯარია საგამოძიებო ორგანოებს ეფექტური და დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშიჯამში მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი – ლაშა ხუციშვილი
შემდეგი სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ