“დღეს ვინც პარლამენტში შევა – შევა რუსეთში”-პრეზიდენტი

დღეს ვინც პარლამენტში შევა – შევა რუსეთში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში, მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

“სანამ არცერთი პოლიტიკური პარტია არ შევა, “ოცნება” რჩება მარტო. მარტო არიან. მარტო არიან პარლამენტში, მარტო არიან მთავრობაში. ერთპარტიულია მთავრობა, პარლამენტი, ერთი კაცის ვერტიკალის ქვეშ. ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში რაც არსებობს, აბსოლუტურად ყველა არის სრულიად დამოკიდებული ამ ერთ პარტიაზე და ერთ ადამიანზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – არავინ არის ოპოზიციით კმაყოფილი, არც მე და არც მოსახლეობა, ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
შემდეგი სტატიაშიდა და გარე იზოლაცია ჩამოშლის ამ ხელისუფლებას-“იმ ერთ კაცსაც ეშინია რუსეთის… იცის კარგად, ის რუსეთი როგორ იშორებს, როცა აღარ სჭირდება ადამიანები”-სალომე ზურაბიშვილი