დღეს მე ვიცავ ისეთ რუსთავი2-ს, როგორიც ის არის დღეს – გიორგი რუხაძე

“სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი გიორგი რუხაძე, პრემიერ-მინისტრის წერილსა გამოეხმაურა, რომელმაც მან ევროპარლამენტარებს მათსავე წერილზე საპასუხოდ გაუგზავნა. რუხაძე მიიჩნევს, რომ პრემიერმა ევროპარლამენტარებს მიუღებლად, დაუფიქრებლად, უხეშად უპასუხა და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენა თავი და ქვეყანა.

„მიუღებლად, დაუფიქრებლად, უხეშად უპასუხა ევროპარლამენტების წერილს და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენა თავი და ქვეყანა,“ – აღნიშნა რუხაძემ.

გიორგი რუხაძემ მოსახლეობას სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის მხარდამჭერ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს, რომელიც რუსთაველის გამზირზე დღეს 14:00 საათზე გაიმართება. რუხაძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებსაც მიმართა, რომ მხარდაჭერა გამოუცხადონ “რუსთავი2”-ს.

გიორგი რუხაძის თქმით, ის დღეს აქციაზე იქნება იმიტომ, რომ მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, როგორიც არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

“დღეს მე ვიცავ “რუსთავი2”-ს, ისეთ რუსთავი2-ს, როგორიც არის ის დღეს,“-განაცხადა რუხაძემ.

banner
წინა სტატიაშიდევნილთა და განსახლების სამინისტროსა და იუსტიციის სახლს შორის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიასაჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ახალი დირექტორის რეგისტრაცია შეაჩერა