დღეს ვეტო დაძლეული იქნება – მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დღეს ვეტო დაძლეული იქნება, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების ობიექტური საფუძვლები არ შეცვლილა.

ამასთან კითხვაზე, ვეტოს დაძლევის შემდეგ ელოდება თუ არა სანქციებს თუნდაც ინდივიდუალურ დეპუტატებზე, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი წესები დამკვიდრდება მსოფლიოში.

„არაფერი შეცვლილა იმ ობიექტურ საფუძვლებში, რის გამოც ეს კანონი იყო ინიცირებული და მიღებული და არც არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ, შესაბამისად, ის, რაც არის საფუძველი, ადგილზეა. ველი ვალიდურია, სხვა არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ სხვა გადაწყვეტილება მივიღოთ. [რაც შეეხება სანქციებს, ეს მოხდება იმ შემთხვევაში] ახალი წესები თუ დამკვიდრდება მსოფლიოში ჩვენს ხარჯზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოვემზადოთ და ოქტომბრის ბოლოს ესენი ხელისუფლებიდან გავუშვათ – 5 თვე სირცხვილში ცხოვრება მოგვიწევს – ზურაბ ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ს მომავლის მიმართ – ბორელი