დღეს ვარდების მოედანი რამდენიმე საათით გადაიკეტება

ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატის მონაწილე ავტომობილების გამოფენა-მსვლელობის გამო, დღეს ვარდების მოედანი გადაიკეტება.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 30 მარტს ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატის (TCR International Series) 2017 წლის სეზონში მონაწილე ავტომობილების გამოფენა/მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში, ვარდების მოედანი 13:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება.

ღონისძიებაში მონაწილე ავტომანქანები საჩვენებელ მსვლელობას რუსთაველის გამზირზე მოაწყობენ. ღონისძიება 16:30 საათზე ჩატარდება”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვია
შემდეგი სტატიაპარალიზებული მაგისტალი – 300 წლოვანი ტიტა გადაიტანეს