დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიწვევით, საბჭოს მუდმივი წევრები საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე 16:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიკრიბებიან.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა: საქართველოს სამხედრო ძალათა რაოდენობის განსაზღვრა 2017 წლისთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

მომხსენებლები არიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : ამიერიდან ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერების საქმეში, ქალი და კაცი ერთად იდგება სამშობლოს სადარაჯოზე
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : საქართველოს სახით ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი, სტაბილური გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მოკავშირე