დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში

დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც საკუთარი არჩევანი გააკეთა.

„ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოქალაქეებს. ძალიან ბევრი ხალხია საარჩევნო უბნებთან. ოჯახთან, მეუღლესთან, ბავშვებთან ერთად მოვედი. ხმა მივეცი საქართველოს მომავალს, აღმშენებლობას. რაღა თქმა უნდა, ხმა მივეცი იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა. ხმა მივეცი იმას, რომ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ყველას ვთხოვთ, მოდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან თქვენს ხელშია ​საქართველოს მომავლის გასაღები. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი დღე. ეს განსაზღვრავს ქვეყნის შემდგომ ათწლეულებს, როგორ განვითარდება ქვეყანა, როგორ წავალთ წინ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ სამოქალქო ვალდებულებას და უფლებას. მომავალი, აღმშენებლობა აუცილებლად გაიმარჯვებს, ყველა ერთად გაიმარჯვებს. ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას მიეცით ხმა, ოღონდ მოდით არჩევნებზე, ოღონდ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიბევრი ადამიანი მისცემს ხმას ნებისმიერი რისკის გარეშე
შემდეგი სტატიააჭარის მაღამთიანი ორი სოფლის, წაბლანისა და წაბლიანის მოსალხეობა ბოიკოტს აცხადებს და არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს