დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუს“ საპატრიარქოში განუცხადეს, სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

საპატრიარქო არ აკონკრეტებს, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე.

„ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკონოლი და კინზინგერი კვლავ წარადგენენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს
შემდეგი სტატიანიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება