დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა.

ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დღეს გარდამოხსნას სამების საკათედრო ტაძრის საკურთხევლიდან სასულიერო პირებთან ერთად გამოაბრძანებს. მოხდება ტაძარში ერთხელ შემოტარება და მას ტაძრის შუაგულში სადგამზე დააბრძანებენ. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში. მსახურება შუადღის ორ საათზე აღევლინება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დედაენის დღე აღინიშნება
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო კომისია შესაძლოა თავისუფალმა დემოკრატებმაც დატოვოს